კაფეტერია

   კაფეტერია - MR.Cook       http://www.chef.mrcook.ge/

 კომპანია „MR.COOK”-ის კაფეტერიები მომხმარებელს სთავაზობს საკუთარი წარმოების, უმაღლესი ხარისხის, უგემრიელეს ქართულს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმს.  კომპანიის განვითარება ხარისხზე და მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული.

“MR.Cook”-ი მომხმარებელს სთავაზობს კულინარიული პროდუქტების ფართო არჩევანს: ცხელი და ცივი კერძების სახით, გემრიელ წვნიანებს, სალათების ფართო არჩევანს, სხვადასხვა ფხალეულსა და გარნირებს. რაც შეეხება „MR.cook”-ის საკონდიტრო ნაწარმს, თითოეული პროდუქცია მზადდება უნიკალური რეცეპტურით, მაღალკვალიფიციური კონდიტერების მიერ. ჩვენი სადღესასწაულო ტორტები გამოირჩევა დახვეწილი, ინდივიდუალურობის მატარებელი, განსაკუთრებული დიზაინით.

„MR.cook”-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა გემოვნების და მოთხოვნის სეგმენტზე გათვლილ, უგემრიელეს ცომეულს. ჩვენი ცომეული გამოირჩევა, როგორც განსაკუთრებული გემობრივი თვისებებით, ასევე ვიზუალური ნაირსახეობით.

"MR.Cook"-ის მენიუში გამორჩეული ადგილი უჭირავს იტალიურ ყავას და ქართულ კომპოტს.