კომპანია „MR.Cook”-ი დაარსდა 2009 წელს და წარმოადგენს კერძო კაფეტერიების ქსელს ქართულ ბაზარზე.
2009 წლიდან - დღემდე, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში გაიხსნა და წარმატებით ამუშავდა 9 კაფეტერია. კომპანიის კონცეფცია გათვლილია სხვადასხვა საფასო და ასაკობრივ სეგმენტზე. კომპანია “MR.Cook”-ი კაფეტერიების გარდა ორიენტირებულია ბავშვთა გასართობი ცენტრების კვებით უზრუნველყოფაზე, ასევე სადღესასწაულო და საქმიანი შეხვედრების კვებით მომსახურებაზე, კერძოდ ქეიტერინგით „ფურშეტების“ ორგანიზება-უზრუნველყოფით.
კომპანია “MR.Cook”-ის გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და მისი მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტის და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა.